ფინანსთა მინისტრი ხვალ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება

საქართველო, თბილისი - 2021-05-04 23:55:00

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ხვალ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"5 მაისს, 16:00 საათზე, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებს", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.