ვახტანგ გომელაური ხვალ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება

საქართველო, თბილისი - 2021-05-04 23:05:00

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ხვალ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

"5 მაისს, 10:00 საათზე, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) შინაგან საქმეთა მინისტრი, თანამშრომლებთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.