საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

საქართველო, თბილისი - 2021-05-03 11:17:00

დღეიდან 12 მაისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიიღო.

გარდა ამისა, 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად არის გამოცხადებული.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება არ იზღუდება.