იმერეთში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2021-04-29 16:12:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

➡სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღაში მოქალაქეს ცირკული ტიპის სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული თხმელას (მურყანი) სახეობის 4 ერთეული მორი და დაახლოებით 1 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

➡ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევში კი, მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჰქონდა მოწყობილი.

❗ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

✅გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.