საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2021-04-29 11:12:00

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 4 095-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 160 პაციენტი გამოჯანმრთელდა.