თბილისში, ნაკაშიძის ქუჩაზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 2021-04-20 11:02:00

თბილისში, ნაკაშიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ სროლა იყო. დაჭრილია ერთი ადამიანი.

მომხდარის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.

მომხდარზე შსს-ში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.