ანგელა მერკელი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

საქართველო, თბილისი - 2021-04-16 18:22:00

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი შტეფან ზაიბერტი ავრცელებს.

"მოხარული ვარ, რომ დღეს AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა მივიღე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ვაქცინაციის კამპანიაში მონაწილეობს. ვაქცინაცია პანდემიის დაძლევის მთავარი იარაღია", - განაცხადა ანგელა მერკელმა.