პრინც ფილიპს 17 აპრილს დაკრძალავენ, ბრიტანეთში 8-დღიანი გლოვა გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 2021-04-10 21:55:00

ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ მეორის მეუღლეს, პრინც ფილიპს 17 აპრილს დაკრძალავენ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პრინცის გარდაცვალების გამო ქვეყანაში 8-დღიანი გლოვა გამოაცხადა, რომელიც 17 აპრილს დასრულდება.

პრინც ფილიპს, მისი სურვილისამებრ, უინძორის ციხე-სიმაგრის წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალავენ.

ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი გუშინ, 99 წლისა გარდაიცვალა

ფილიპი პრინცესა ელისაბედზე 1947 წელს დაქორწინდა. სამეფო წყვილს ოთხი შვილი, რვა შვილიშვილი და 10 შვილთაშვილი ჰყავს.