"ტელესკოპში" კერამიკული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2009-11-17 10:27:00

 დღეს, 17 ნოემბერს, გალერეა "ტელესკოპში" კერამიკული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლია ბაგრატიონის, ლალი ქუთათელაძის, ნატო ერისთავის, ნინო ციციშვილის, მალხაზ შველიძის, გიორგი იაშვილის, ოთარ ვეფხვაძის, ალექსანდრე კაკაბაძისა და გიორგი პაჭკორიას ნამუშევრები.

გამოფენა 5 დეკემბრამდე გაგრძელდება.