ჩეხი მილიარდერი ალასკაზე ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2021-03-29 11:20:00

ჩეხეთის უმდიდრესი ადამიანი, 56 წლის მილიარდერი პეტრ კელნერი დაიღუპა ალიასკაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. იუწყება Reuters-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

ვეტრმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. შემთხვევა 27 მარტს მოხდა.

Forbes-ის მონაცემებით, კელნერის ქონება 17.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.