დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის

საქართველო, თბილისი - 2021-03-22 10:05:00

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მალე დაუბრუნდება სოციალურ მედიას საკუთარი პლატფორმით, განაცხადა ტრამპის მრჩეველმა, ჯეისონ მილერმა.

მისივე თქმით, ტრამპი საკუთარ პლატფორმაზე დაახლოებით 2-3 თვეში გამოჩნდება.

ჯეისონ მილერის განცხადებით, ტრამპის სოციალური ქსელი მილიონობით ადამიანს მიიზიდავს.

სოციალურმა ქსელებმა Twitter-მა და Facebook-მა დონალდ ტრამპის ანგარიშები კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ შეაჩერეს. რამდენიმე დღეში, Twitter-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა.