ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს სადეზინფექციო ხსნარი შეასხა

საქართველო, თბილისი - 2021-03-10 12:51:00

ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს სადეზინფექციო ხსნარი შეასხა. 

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებულ ჟურნალისტების მიერ დასმულ მწვავე შეკითხვებს ამ აღმაშფოთებელი ჟესტით უპასუხა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრემიერ-მინისტრი პრაიუტ ჩან-ოჩნას ჟურნალისტებს უდიერად ეპყრობა. სხვადასხვა დროს, მან ჟურნალისტს ყური აუწია, ხოლო კიდევ ერთ ჟურნალისტს თავში დაარტყა ხელი.

გარდა ამისა, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა თავისი მუყაოს ფიგურა გამოიტანა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ მუყაოს ფიგურისთვის დაესვათ შეკითხვები.