თეთრი სახლის განცხადებით, აშშ აღკვეთს რუსეთის გავრცელებულ დეზინფორმაციას ვაქცინების არაეფექტურობის შესახებ

საქართველო, თბილისი - 2021-03-08 23:31:00

თეთრი სახლის პრესსპიკერის ჯენ ფსაკის განცხადებით, შეერთებული შტატები ყველა შესაძლო ხერხით წინ აღუდგება რუსეთის მცდელობას, გაავრცელოს დეზინფორმაცია Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინების არაფექტურობის შესახებ.

"გვსურს დაგარწმუნოთ, რომ დეზინფორმაციას ყველა საშუალებით შევეწინააღმდეგებით", - განაცხადა ფსაკიმ თეთრ სახლში გამართულ ტრადიციულ ბრიფინკზე.

"ჩვენთვის ცნობილია რუსული მხარის მეთოდები და ტაქტიკა, რომელიც ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებას", - დასძინა პრესსპიკერმა.

ჯენ ფსაკიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აღიარებულ შეჭმარიტებას, რომ ვაქცინები უსაფრთხოა და დამტკიცებულია მკაცრი მარეგულირებლების მიერ.

ტრადიციულად, კრემლი უარყოფს ყოველგვარ მონაწილეობას ვაქცინის არაფექტურობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში.