წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე კუნძლოვან სახელმწიფოს, ფიჯის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოვაქს პლატფორმის მეშვეობით ვაქცინის პირველი დოზები გადაეცა.
ამგვარად, ფიჯი წყნარ ოკეანეში მდებარე პირველი კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომელმაც კოვაქსის მეშვეობით ვაქცინა მიიღო.
თავდაპირველად, ფიჯიმ ასტრაზენეკას ვაქცინის 12000 დოზა მიიღო, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას დაუყოვნებლივ დაიწყოს იმუნიზაციის პროგრამა პრიორიტეტულ ჯგუფებში,
ჯამში ფიჯი კოვაქსისგან ვაქცინის 108 000 დოზას მიიღებს.
Touchdown 🛬
— UNICEF Pacific (@UNICEFPacific) March 6, 2021
12,000 life-saving COVID-19 vaccine doses have safely arrived in Fiji.
Congratulations to @FijianGovt on receiving the first batch of the COVAX vaccines. UNICEF is proud to have procured & delivered these to @MOHFiji as part of the COVAX initiative. pic.twitter.com/R2rv7JIWkY
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) Covax პროგრამა მიზნად ისახავს, უზრუნველყოს ვაქცინების სამართლიანი განაწილება ყველა ქვეყანაში.
პლატფორმის მეშვეობით წლის ბოლომდე დაგეგმილია მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით 2 მლრდ დოზის გავრცელება.