აფეთქებას სომალიში 20 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2021-03-06 16:35:00

სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა სომალის დედაქალაქ მოგადიშოში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება პოპულარული რესტორნის სიახლოვეს მოხდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას აუღია.