ჩეჩნეთში, მილიციის ავტომანქანაზე თავდასხმისას ერთი ბოევიკი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 2010-10-28 12:03:00

ჩეჩნეთში, მილიციის "უვაზის" მარკის ავტომანქანაზე თავდასხმის დროს ერთი ბოევიკი მოკლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მილიციის ავტომანქანაზე, რომელშიც სამი მილიციელი იმყოფებოდა თავდასხმა სოფელ აჩხოი-მარტანში წუხელ გვიან ღამით მოხდა.

ორმხრივი ცეცხლის გახსნის შედეგად მილიციელები არ დაშავებულან, მხოლოდ ერთ-ერთი თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.