ბიტკოინის ღირებულებამ $28 500 დოლარს მიაღწია

საქართველო, თბილისი - 2020-12-30 19:43:00

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად კრიტპოვალუტა ბიტკოინის ღირებულება კვლავ გაიზარდა და 28 500 დოლარს მიაღწია.

დეკემბრის დასაწყისიდან კრიპტოვალუტის ღირებულება 47% -ით გაიზარდა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვიური ზრდა 2019 წლის მაისის შემდეგ.

ბიტკოინის ღირებულების ზრდის პარალელურად, ასევე იზრდება სხვა პოპულარული კრიპტოვალუტები ფასები: ეთერიუმის ფასი (Ethereum) - 1.5%-ით, 734.6 დოლარამდე გაიზარად, ბიტკოინ ქეში (Bitcoin Cash) - 0.9% -ით, 351.4 აშშ დოლარამდე, ლაითკოინი (litecoin) 0.3%-ით, 126.69 დოლარამდე.