მისივე თქმით, ბებია ასწავლის შვილიშვილს თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი, შემდეგ ახალგაზრდა რთავს "МТV"-ის და იქ რბილად, რომ ვთქვათ სულ სხვა რამეს ასწავლიან. "სულაც არ არის გასაკვირი, რომ იგი თანდათანობით ჭკუიდან გადავიდეს", _ აცხადებს მწერალი გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდასთან" საუბრისას და დასძენს, რომ ყოველივე ჰომოსექსუალიზმის აყვავებას ბადებს, მით უფრო, რომ ჩეჩნებთან მამაკაცებს შორის ფიზიკური კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია.
"მამაკაცები ეხუტებიან ერთმანეთს, მათ ხელი აქვთ ჩაკიდებული. ადრე ეს ეჭვს არ იწვევდა და მიიჩნეოდა, რომ ჰომოსექსუალიზმი ჩეჩნეთში შეუძლებელია, მაგრამ დღეს მე ამისა სულ უფრო და უფრო ნაკლებად მჯერა", _ აცხადებს სადულაევი.
საინტერესოა, რომ დღეს ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა საჯაროდ აღიარა, რომ მას, როგორც მამაკაცს მამაკაცი ძალიან უყვარს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი.
"ვლადიმერ პუტინი ძალიან მიყვარს როგორც მამაკაცს მამაკაცი და მინდა რომ იგი მთელი თავისი ცხოვრება პრეზიდენტი იყოს", _ ეს განცხადება კადიროვმა ჟურნალ "ნიუსვიკთან"-თან საუბარში გააკეთა.