ნატოს დელეგაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აჩვენებენ, როგორ ხდება მიწისძვრის დროს დაზარალებულების ნანგრევებიდან და ავტომანქანების შეჯახების დროს მანქანიდან დაშავებულების ამოყვანა. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის საჩვენებლი წვრთნები.
შეგახსენებთ, რომ ნატო-ს დელეგაცია საქართველოს გუშინ ესტუმრა. ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები ქართველ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და თსუ-ს სტუდენტებს უკვე შეხვდნენ. ასევე ნატოს სამეკავშირეო ოფისში პროგრამა "პარტნიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდი" ოფიციალურად გახსნეს.
ასევე დაგეგმილია ელჩების ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძესთან, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრაც.