კოსოვოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება

საქართველო, თბილისი - 2009-11-15 13:30:00

კოსოვოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. 

ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 2 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა.

ქვეყანაში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური სერბები ცხოვრობენ.

2008 წლის თებერვალში ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ეს პირველი არჩევნებია. მას 1000-მდე უცხოელი დამკვირვებელი ადევნებს თვალს.

მთავრობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

ექსპერტების შეფასებით, არჩევნები კოსოვოს დემოკრატიისთვის სერიოზული გამოცდა იქნება.