სვანეთში დაკარგული არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

საქართველო, თბილისი - 2020-07-20 18:01:00

სვანეთში, სოფელ ლენჯერში დაკარგული არასრულწლოვნის, ილია ფილფანის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შემოვიდა. მოზარდი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

ადგილზე მეორე დღეა მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები. პროცესში ჩართულია 45 მეხანძრე-მაშველი. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობს დრონების საშუალებით.