გროზნოში ორი მილიციელი დაცხრილეს

საქართველო, თბილისი - 2010-10-17 13:48:00


გროზნოში, მილიციის ორი თანამშრომელი დაცხრილეს.

ამის შესახებ "ინტერფაქსი" ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, წუხელ გვიან ღამით, გროზნოში, ლენინის რაიონში მილიციელებს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ისინი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებდნენ.

ინციდენტის შედეგად ერთი მილიციელი ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.

ამ დროისთვის თავდამსხმელების დასადგენად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.