სიღნაღში თეატრალური ფესტივალი დასრულდება

საქართველო, თბილისი - 2009-11-13 21:17:00

 14 ნოემბერს სიღნაღში ბავშვთა და მოზარდთა თეატრების ფესტივალი "მაჩაბელა" დასრულდება. ბავშვთა და მოაზრდთა თეატრალური ფესტივალი წელს პირველად გაიმართა. 

სიღნაღის თეატრის შენობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა 15-მა დასმა თითო სპექტაკლი წარმოადგინა.


ფესტივალზე დასის ხელმძღვანელებისა და ნორჩი მსახიობებისთვის მასტერკლასები ჩატარდა.

ფესტივალის ორგანიზატორი თეა დავითაიაა, რომლის განცხადებით, მომავალ წელს აღნიშნული ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბის იქნება.

ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური ფესტივალი ~მაჩაბელა~ 14 ნოემბერს სიღნაღში მეგობრობის კოცონითა და ფეიერვერკებით დაიხურება.

ფესტივალი 9 ნოემბერს გაიხსნა.