დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, საქართველო! შენ ეს დაიმსახურე - ჯეიმს აპატურაი

საქართველო, თბილისი - 2020-05-26 16:26:00

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ჯეიმს აპატურაი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, საქართველო! შენ ეს დაიმსახურე. თავდაუზოგავად შრომობ ამის შესანარჩუნებლად. გილოცავთ", - წერს ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში.