ჰააგის უძველესი ტაძრის სამრეკლოდან საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა | ვიდეო
საქართველო, თბილისი - 2020-05-26 15:16:00
ნიდერლანდების სამეფოში, ჰააგის წმ. იაკობის სახელობის უძველესი ტაძრის სამრეკლოდან სპეციალურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა.
ინფორმაციას ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო ავრცელებს.