მსოფლიოს სახელმწიფოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
"ჩვენი გულწრფელი მილოცვა საქართველოს მეგობრულ ხალხს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით! მშვიდობის, კეთილდღეობისა და წარმატების საუკეთესო სურვილებით", - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის მეშვეობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
We extend our warmest congratulations to the friendly people of #Georgia on the occasion of the #IndependenceDay! Best wishes of peace, well-being & prosperity. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, საქართველო! @MFAgovge pic.twitter.com/q1gfkCDM46
— MFA of Ukraine 🇺🇦 (@MFA_Ukraine) May 26, 2020
"ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ საქართველოს ხალხს და ჩვენს კოლეგებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომლებიც ეროვნულ დღეს აღნიშნავენ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!" - ალბანეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის მეშვეობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
We extend our sincere congratulations to the people of #Georgia 🇬🇪 and our colleagues of @MFAgovge celebrating their national day.
— Albanian MEFA 🇦🇱 (@AlbanianDiplo) May 26, 2020
Happy Independence Day, Georgia! pic.twitter.com/XlsUZeTVT2
"საუკეთესო სურვილები და გულწრფელი მილოცვა მეგობრულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. საქართველოს მეგობრულ ხალხს ძლიერ ჯანმრთელობას, წარმატებებსა და მარადიულ კეთილდღეობას ვუსურვებთ", - ნათქვამია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ Twitter გვერდზე.
Best wishes and cordial congratulations to friendly #Georgia 🇬🇪 on the occasion of its #IndependenceDay.
— MFA Azerbaijan🇦🇿 #StayHomeSaveLives #EvdəQal🇦🇿 (@AzerbaijanMFA) May 26, 2020
We wish strong health, success, and everlasting prosperity to the friendly people of Georgia. pic.twitter.com/ieEdJX8v5A
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის მეშვეობით საქართველოს დამოიკიდებლობის დღეს ულოცავს.
"ყველაზე გულწრფელი მილოცვა საქართველოს ხალხს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს! ჩვენს მეგობრებს მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ვუსურვებთ!"
Most sincere congratulations to the #Georgian people celebrating #IndependenceDay of #Georgia! We wish our friends peace, security and prosperity! @MaisuradzeThea @MFAgovge pic.twitter.com/aAW8oHXFZh
— Latvian MFA (@Latvian_MFA) May 26, 2020
"ძალიან თბილი მილოცვა ჩვენს ქართველ მეგობრებს, რომლებიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ! ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი პირადი Twitter გვერდის მეშვეობით საქართველოს ეროვნულ დღეს ულოცავს.
Very warm congratulations to our Georgian friends celebrating Independence Day! #Latvia strongly supports #Georgia’s sovereignty and territorial integrity as well as European and Euro-Atlantic aspirations. @DZalkaliani @MFAgovge 🇬🇪🇬🇪🇬🇪
— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) May 26, 2020
მოლდოვის საგარეო და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი პირადი Twitter გვერდის მეშვეობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! დაე ამ დღემ ჩვენს ქართველ მეგობრებს კეთილდღეობა, წინსვლა და ბედნიერება მოუტანოს!"
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს to #Georgia! May this day bring to our Georgian friends well being, progress and happiness! @MFAgovge @DZalkaliani 🇬🇪🤝🇲🇩
— Oleg Țulea (@OlegTulea) May 26, 2020