წვევამდელების რაოდენობის გაზრდა თავდაცვის სამინისტროს ინფრაქსტრუქტურის გაუმჯობესებას უკავშირდება

საქართველო, თბილისი - 2010-10-05 12:45:00

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წვევამდელების რიცხვის გაზრდას თავდაცვის სამინისტროს ინფრაქსტრუქტურის გაუმჯობესებას უკავშირებენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, სამხედრო სამსახურში გასაწვევ წვევამდელთა რიცხვი ყოველთვის იცვლებოდა.

"წელს ეს ციფრი გაიზარდა, რადგან თავდაცვის სამინისტროს, ინფრატსრუქტურის გაუმჯობესებიდან გამომდინარე, გაცილებით მეტი ჯარისკაცის მიღებისა და მომზადების საშუალება აქვს," - აღნიშნა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, გასულ წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურში 738 წვევამდელი იყო გაწვეული, წელს კი მათი რიცხვი 1204-მდე გაიზრდება.