ისტორიაში პირველად კანის ფესტივალის ჟიურის შავკანიანი თავმჯდომარე ეყოლება

საქართველო, თბილისი - 2020-01-14 15:59:00

კანის 2020 წლის კინოფესტივალის ფესტივალის ჟიურის სახელგანთქმული ამერიკელი რეჟისორი სპაიკ ლი უხელმძღვანელებს.

პირველად, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის 73-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ფესიტვალის ჟიურის შავკანიანი თავმჯდომარე ეყოლება.

"როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ კანის ფესტივალის ჟიურის უნდა ვუხელმძღვანელო, ერთდროულად გამიხარდა, გავოცდი და სიამაყით აღვივსე", - განაცხადა რეჟისორმა.

მისივე თქმი, კანის ფესტივალმა მის შემოქმედებასა და კინემატოგრაფიაში მისი ადგილის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

წელს კანის კინოფესტივალი 13 მაისს დაიწყება და 23 მაისამდე გასტანს.