შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 2010-10-04 13:13:00

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა გაიზარდა.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება უკვე ძალაშია.

ბრძანებულების თანახმად, საქართველოს თვადაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა 1 204 წვევამდელით განისაზღვრა. აქამდე არსებული ნორმით კი წვევამდელთა ოდენობა 738 იყო.

შეგახსენებთ, რომ საშემოდგომო გაწვევა 10 აგვისტოს დაიწყო და 30 დეკემბრამდე გაგრძელდება.