დაღესტანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 მებრძოლი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 2010-10-03 15:57:00

მებრძოლებმა დაღესტანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 მებრძოლი მოკლეს მათ შორის 2 ქალია. სპეცოპერაცია მახაჩკალაში გამიდოვისა და ენგელსის ქუჩებზე ჩატარდა. უკვე დადგენილია 3 გარდაცვლილის ვინაობა.

შეტაკების შედეგად, სპეცრაზმელების მხრიდან არავინ დაშავებულა, დაიჭრა ორი მშვიდობიანი მოქალაქე.

დღესვე მახაჩკალაში რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს თავს დაესხნენ. დაიღუპა ერთი მილიციელი.