ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ

საქართველო, თბილისი - 2010-10-01 09:22:00

ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დაღუპულია ოთხი სამხედრო მოსამსახურე: პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე.

"ამ დროისთვის არსებული მონაცემებით სამხედროები დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდნენ", _ აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველო ჯარისკაცების დაღუპვის გამო და აცხადებს, რომ დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს სამშობლოში უმოკლეს ვადაში გადმოასვენებენ.