ბილაინის მაღაზიებსა და ვებგვერდზე ახალი iPhone 11-ის, iPhone 11 Pro-სა ან iPhone 11 Pro Max-ის შეძენისას მომხმარებელი ბონუსს მიიღებს

საქართველო, თბილისი - 2019-10-29 12:21:00

საერთაშორისო ჯგუფ "ვიონი"-ს წევრი ბილაინი, Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, ბილაინის მაღაზიებსა და ვებგვერდზე iPhone 11-ის, iPhone 11 Pro-სა ან iPhone 11 Pro Max-ის  შეძენისას მომხმარებელს საჩუქრად ურიცხავს 64GB მობილურ ინტერნეტს ყოველ თვე. ერთიანი გადახდისას მობილური ინტერნეტი მომხმარებელს ერიცხება 12 თვის განმავლობაში, ხოლო განვადებით სარგებლობის შემთხვევაში - განვადების სრული პერიოდის განმავლობაში.

ბილაინი მომხმარებელს სთავაზობს სამ მოდელს:

•    iPhone 11 64GB - თვეში 137,89₾ (24 თვიანი განვადების შემთხვევაში); 2899₾ ერთიანი გადახდისას;
•    iPhone 11 Pro 64GB – თვეში 194,53₾ (24 თვიანი განვადების შემთხვევაში); 4099₾ ერთიანი გადახდისას;
•    iPhone 11 Pro Max 64GB - თვეში 213,71 ₾ (24 თვიანი განვადების შემთხვევაში); 4499₾ ერთიანი გადახდისას.

ბილაინი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს 12, 18 და 24 თვემდე განვადებით როგორც მაღაზიებში, ასევე ვებგვერდიდან www.beeline.ge და ყოველთვიური გადასახადი პირდაპირ საკუთარი მობილური ბალანსიდან დაფაროს.