"აფეთქების შედეგად 17 მილიციელი დაიჭრა. ყველა მათგანი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იმყოფებოდნენ და ავტომობილების შემოწმებას ახორცილებდნენ, როდესაც ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. დაშავებულები მსუბუქად არიან დაჭრილები, მხოლოდ ერთ მილიციელს დასჭირდა ექიმის დახმარება", - იუწყებიან ადგილობრივი სამართალდამცველები.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველები დამნაშავეებს ეძებენ. ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.