ბერლინში გორბაჩოვს, ბუშსა და კოლს ძეგლი დაუდგეს

საქართველო, თბილისი - 2010-09-29 18:14:00

დღეს ბერლინში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ექს-კანცლერმა ჰელმუტ შმიდტმა ბერლინის ყოფილი კედლის ახლოს, იქ, სადაც ადრე საკონტროლო-გამშვები პუნქტი მდებარეობდა, მიხეილ გორბაჩოვის, ჯორჯ ბუშისა (უფროსი) და ჰელმუნდ კოლის ძეგლები გაიხსნა.

ძეგლი საგამომცემლო სახლის, "Axel Springer"-ის წინ, ბერლინის ყოფილი კედლის გასწვრივ დაიდგა და სახელმწიფოების ყოფილი მეთაურების სამ სკულპტურულ პორტრეტს წარმოადგენს.

"თქვენ სამივემ - საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა, აშშ-ის პრეზიდენტმა და ფედერალურმა კანცლერმა - დაიმსახურეთ ჩვენი ხალხის მადლობა. გორბაჩოვის მამაცობის, ბუშის წინდახედულობისა და კოლის გამბედაობის გარეშე გაერთიანება ვერ მოხდებოდა", _ განაცხადა შმიდტმა ძეგლის გახსნაზე.

ძეგლის ავტორი ფრანგი სკულპტორი სერჟ მაჟანია. სკულპტურული გამოსახულებები ბრინჯაოსგანაა შესრულებული. ეს ძეგლი გერმანიის გაერთიანების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში გაიხსნა, რომელიც 3 ოქტომბერს აღინიშნება.