საქართველოს ბანკმა Commerzbank-ისგან STP ჯილდო მიიღო

საქართველო, თბილისი - 2019-09-24 12:08:00

Commerzbank-მა საქართველოს ბანკს ევროს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისა და საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის საოპერაციო ჯილდო გადასცა.

"მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Commerzbank-ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2018 წელს განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. Excellence Quality ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ავტომატური წესით ფულადი გადარიცხვების ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო აუცილებელ სტანდარტებს", - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, Commerzbank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი ეფექტურობით. ჯილდო ბანკებს ენიჭებათ გამართული STPპროცესებისთვის.