ბრაზილიის პრეზიდენტი ამაზონის ჯუნგლების დასახმარებლად დაგეგმილ სამიტს არ დაესწრება

საქართველო, თბილისი - 2019-09-05 12:56:00

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ამაზონის ჯუნგლების დასახმარებლად ჩანიშნულ სამიტს არ დაესწრება

ჟაირ ბოლსონარუს პრესსამსახურის განცხადებით, ბრაზილიის პრეზიდენტი კუჭზე მე-4 ოპერაციისთვის ემზადება. ქვეყნის ულტრამემარჯვენე ლიდერი, 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დაჭრეს.

სპიკერის განცხადებით, პრეზიდენტის ნაცვლად გაიგზავნება წარმომადგენელი ან სამიტის ორგანიზატორებს სთხოვენ დროებით გადადონ ღონისძება.

წელს, ამაზონის ჯუნგლებში 80 000-ზე მეტი ხანძრის კერა იწვოდა. ქვეყნის ულტრამემარჯვენე ლიდერი კი კრიტიკის ქარცეცხლში მას შემდეგ მოჰყვა, როდესაც ჯუნგლების განადგურების შესაჩერებლად შემხვედრი ნაბიჯები არ გადადგა.