ქვეყანას ყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც თავად არღვევს კანონს - ლევან კობერიძე

საქართველო, თბილისი - 2019-08-16 11:06:00

"ქვეყანას ყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც თავად არღვევს კანონს", აცხადებს დეპუტატი ლევან კობერიძე. 

"ქვეყანას ყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც თავად არღვევს კანონს!

- ორი თვის წინ  შსს მინისტრს  გახარიას სადეპუტატო შეკითხვა  გავუგზავნე იმ აქტივობაზე, ამოტრიალებული მანქანებით რომ გაავსეს მთელი ქალაქი -  კამპანია "მეტი სიცოცხლისთვის" : რა იყო ამ კამპანიის მიზანი, რა დაუჯდა ეს  ბიუჯეტს  და რა შედეგები   დადგა. ჩემი აზრით ეს იყო ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი და როგორც ჩანს ამაზე შსს მინისტრს პასუხი არ აქვს

- კანონის ძალით  და ნებისმიერ მინისტრს  და საჯარო უწყებას ევალება,  რომ კონკრეტულ ვადაში უპასუხოს პარლამენტარის სადეპუტატო შეკითხვას , გახარიამ უგულებელყო და დაარღვია კანონი.

- აუხსნას ახლა გახარიამ საზოგადოებას რატომ დაარღვია კანონი ?!", აღნიშნულია ლევან კობერიძის განცხადებაში.