ზოგავ 16 ლარს, გიგროვდება 60 - საპენსიო სააგენტო ახალ ვიდეო რგოლს აქვეყნებს  

საქართველო, თბილისი - 2019-08-02 13:05:00

საპენსიო სააგენტო კიდევ ერთ ვიდეო რგოლს აქვეყნებს. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ახალ რგოლში საპენსიო დანაზოგის უპირატესობებზე არის ძირითადი აქცენტი - დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს კონტრიბუციაზე.

ვიდეორგოლში ნათქვამია, რომ ყველაზე დაცულ დანაზოგს 275 პროცენტიანი მომენტალური ამონაგები აქვს, რომელსაც ყოველწლიურად 10-11% სარგებელი ერიცხება.

ეს საპენსიო სააგენტოს რიგით მესამე ვიდეო რგოლია. საპენსიო რეფორმის ამოქმედებიდან რვა თვის შემდეგ, სტატისტიკური მონაცემები ასეთია: დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისათვის 854 ათასზე მეტი ადამიანი არის ჩართული, ხოლო მობილიზებული თანხა 306 მილიონ ლარს აჭარბებს.