V CARD - ვითიბი ბანკის ახალი საკრედიტო ბარათი

საქართველო, თბილისი - 2019-07-15 12:01:00

ვითიბი ბანკი, მომხარებელს სრულიად ახალი ტიპის საკრედიტო ბარათს V CARD -ს სთავაზობს.

V CARD - ით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით - 16,9%, ხოლო ეფექტური 19,7%. ყოველთვიური შენატანი ათვისებული ძირითადი თანხის მხოლოდ 2% - ს შეადგენს. V CARD -ის კიდევ ერთ უპირატესობას ბანკომატში განაღდების ყველაზე დაბალი საკომისიო წარმოადგენს. ბანკომატში განაღდებისას მომხმარებლებს 3-ჯერ ნაკლების გადახდა მოუწევთ ვიდრე სხვა ნებისმიერი საკრედიტო ბარათის შემთხვევაში. V CARD -ს ასევე ყველაზე მაღალი საკრედიტო ლიმიტი, 30 000 ლარი, აქვს. აღნიშნული ბარათით ტერმინალებში ან ინტერნეტით ანგარიშსწორებისას მოქმედებს ქეშბექი და თანხის 1% ნაღდი ფულის სახით მომხარებელს უკან უბრუნდება.

ყველა სხვა საკრედიტო ბარათისგან განსხვავებით V CARD-ის მფლობელებს შეუძლიათ საკრედიტო ლიმიტის, სამომხარებლო სესხად კონვერტირება.

ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ განაცხადა: ვითიბი ბანკი დღეს მომხარებელს აბსოლუტურად ახალი ტიპის, რევოლუციურ ბარათს სთავაზობს. V CARD მომხმარებლის გამოკითხვის შედეგად შეიქმნა და მთლიანად ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს და მოლოდინებს. შედეგად, ბარათის პირობები უკონკურენტოა ბაზარზე და მთლიანად მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული, როგორც ძირითადი პირობების, ისე მოქნილობის თვალსაზრისით.