პარლამენტში შევარდნის მცდელობა არის კატეგორიულად მიუღებელი - დავით ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 2019-06-20 23:57:00

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, პარლამენტში შევარდნის მცდელობა არის კატეგორიულად მიუღებელი. ამის შესახებ ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პარლამენტში შევარდნის მცდელობა არის კატეგორიულად მიუღებელი. ასეთი საპროტესტო ტალღის გაბანძება თუ უნდა ვინმეს, ამაზე უკეთესს ვერც ვერაფერს მოიფიქრებ“, - წერს ზურაბიშვილი.