ივანიშვილის რეჟიმის მიზანია, აღდგეს ახალი მხედრიონი - შალვა ნათელაშვილი

საქართველო, თბილისი - 2019-06-17 14:49:00

ივანიშვილის რეჟიმის მიზანია, აღდგეს ახალი მხედრიონი, - განაცხადა ლეიბორისტული პარტიისლიდერმა, შალვა  ნათელაშვილმა. მისი თქმით, ივნისში დაგეგმილითბილისი პრაიდისდა მის წინააღმდეგ გამართული კონტრაქციის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა, რაც კრემლის ინტერესებშია.

მოსკოვმა და ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყეს ახალი შეტევა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების წინააღმდეგ. მისი მიზანია, შეიქმნას საყოველთაო დესტაბილიზაცია, აღდგეს ახალი მხედრიონი, რის შედეგადაც დაგლეჯილ-განადგურებული საქართველო დაბრუნდება მოსკოვის ორბიტაზე. მიზნის მისაღწევად გამოყენებულია სექსუალური უმცირესობა და მათთან დაპირისპირებული კონტრაქცია“, – აცხადებს ნათელაშვილი.