რა შთაბეჭდილება უნდა დარჩეს მსოფლიოს, რომ მხოლოდ სექსუალურ თემატიკაზე გამოვდივართ ქუჩაში? - შალვა ნათელაშვილი

საქართველო, თბილისი - 2019-06-17 14:49:00

მოსკოვმა და ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყეს ახალი შეტევა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების წინააღმდეგ, - განაცხადა ლეიბორისტული პარტიისლიდერმა, შალვა  ნათელაშვილმა.

მისი აზრით, ივნისში დაგეგმილითბილისი პრაიდისდა მის წინააღმდეგ გამართული კონტრაქციის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა, რაც კრემლის ინტერესებშია.

როგორც კი სექსუალურ საკითხებს შეეხება პრობლემატიკა, მაშინ უკვე იწყება ქუჩის აქტიურობა. პირველი ეტაპი, „ცოცხების ოპერაცია“, რუსეთმა წარმატებით დადგა და ხელისუფლების შეცვლას მიაღწია, ახლა იწყება ოპერაციაცოცხი ორი“. რა შთაბეჭდილება უნდა დარჩეს მსოფლიოს, რომ მხოლოდ სექსუალურ თემატიკაზე გამოვდივართ ქუჩაში?“, – აცხადებს ნათელაშვილი.

მისივე განცხადებით, ლგბტ თემის წარმომადგენლების მიერ დაგეგმილი აქცია ზუსტად ჯდება მოსკოვის გეგმებში და ნათელაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, ისინიც ფინანსდებოდნენ რუსეთის მიერ, ისევე როგორც კონტრაქციის ორგანიზატორები.