ნატაშა კარალოვა, იქნებ შენც შეგიშვან უკრაინაში, ამის უფლება შენ უფრო გაქვს, ვიდრე სააკაშვილს - მარია ზახაროვა

საქართველო, თბილისი - 2019-05-28 21:25:00

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას  ფეისბუქით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ეხმიანება.  

ნატაშა კარალოვა, იქნებ შენც შეგიშვან უკრაინაში. ამის უფლება შენ უფრო მეტად გაქვს, ვიდრე სააკაშვილს, - დაწერა ზახაროვამ 

უკრაინის პრეზიდენტმა ლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორსმიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. მიხეილ სააკაშვილი კიევში 29 მაისს ჩავა.