გარეჯში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ასევე მთავრობას - სალომე სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 2019-05-28 13:25:00

დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. „ქართული ოცნებისოპონენტები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს იხსენებენ, რომელმაც აღიარა, რომ გარკვეულწილად, მისი კომენტარების შემდეგ მოხდა ამ პროცესის პროვოცირება.

ყველა ადამიანი, ვინც განცხადებებს აკეთებს დავით გარეჯის თაობაზე, გეგმავს მონაწილეობა მიიღოს საპროტესტო აქციებში, უნდა ახსოვდეს ამ ადამიანებს ის საფრთხე, რომელსაც დღეს უქმნის ჩვენს ქვეყანას დაძაბულობის შექმნა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. პასუხისმგებლობა ამაზე, რა თქმა უნდა, ეკისრება როგორც საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს, ასევე მთავრობას, რომელმაც უკანასკნელი წლების მანძილზე სრულიად არათანმიმდევრული პოლიტიკა აწარმოვა აზერბაიჯანთან მიმართებაში,“ - განაცხადანაციონალური მოძრაობისწევრმა, სალომე სამადაშვილმა.