აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა, გაყვანის ნაცვლად, დაამატა - ანდრია ჯაღმაიძე

საქართველო, თბილისი - 2019-05-25 14:56:00

დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანის სამუშაოები განაახლა და მძიმე ტექნიკის ჰაყვანის ნაცვლად, დაამატა -  ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას.

შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ მოლოდინები დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური, დილიდან გრძელდება კლდოვანი საფარის ნგრევა, მძიმე ტექნიკა, გაყვანის ნაცვლად, დაამატეს“.