არჩევნების დღეს 5000 კაცი ვიქნებით ზუგდიდში გაბედავენ და მიიღებენ საკადრისს - რომან გოცირიძე

საქართველო, თბილისი - 2019-05-16 11:46:00

იმ დღეს ჩვენ არავის არ ვაპატიებთ არაფერს. 5000 კაცი ვიქნებით ზუგდიდში. გაბედავენ და მიიღებენ საკადრისს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძე ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ხელისუფლებამ გამოავლინა თავის ნამდვილი სახე, გაიმეორა რასაც აკეთებდა აქამდე ძალადობა, მოსყიდვა, დაშინება, ყველა ინსტრუმენტი, რაც გამოყენებული ჰქონდა წინა არჩევნებში აამოქმედა და დავინახეთ,რომ ისინი არ აპირებენ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. იმ დღეს ჩვენ არავის არ ვაპატიებთ არაფერს. 5000 კაცი ვიქნებით ზუგდიდში. გაბედავენ და მიიღებენ საკადრისს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.