არ დაგანებებთ, საქართველო მთლიანად დაემსგავსოს თქვენს სათაყვანებელ რუსეთის ფედერაციას - გრიგოლ ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 2019-05-07 14:01:00

რუსთავი 2-ისწინააღმდეგ დაწყებულ მორიგ შეტევას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი დანაციონალური მოძრაობისთავმჯდომარე ეხმიანება. გრიგოლ ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე სამაუწყებლო კომპანიის 9 %-იანი წილის მფლობელინინო ნიჟარაძის სარჩელს Fake უწოდა.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ ქვეყანაში განსხვავებული აზრი და დამოუკიდებელი მედია გააჩუმოს.

ბიძინა ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმს დარჩა ერთი - დაუპირისპირდეს საზოგადოებას, გააძლიეროს ოპოზიციის დევნა და მაქსიმალურად ეცადოს, ერთი-ორი შემორჩენილი სიტყვის თავისუფლების რუპორების ჩახშობას, სადაც "რუსთავი 2" თუ ყელაზე წამყვანი არა, ერთ-ერთი ყველაზე წამყვანია. მას სურს, Fake სარჩელით "რუსთავი 2" ჩაიგდო ხელში და Fake ნიუსების კიდევ ერთ ფაბრიკად გადააქციოს. .. ხელისუფლებას მინდა, ვუთხრა, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ყველა ოპოზიციური პარტია, მთელი საზოგადოება "რუსთავი 2-" დაიცავს. გეშინოდეთ უფრო გათიშული, ჩახშობილი "რუსთავი 2-ის", ვიდრე "რუსთავი 2-ის", რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობებს ასრულებს იმიტომ, რომ მივმართავთ პროტესტის ყველა ფორმას, მათ შორის უკიდურეს ფორმებს. არ დაგანებებთ, რომ საქართველო მთლიანად დაემსგავსოს თქვენს სათაყვანებელ რუსეთის ფედერაციას,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა. სამაუწყებლო კომპანიარუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით,  ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანირუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.