კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

საქართველო, თბილისი - 2019-05-06 20:12:00

კანის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია.

ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან:

იორგოს ლანთიმოსი - ბერძენი მსახიობი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. რეჟისორი ფილმისა „ფავორიტი“.

პაველ პავლიკოვსკი - პოლონელი რეჟისორი. ავტორი ფილმების „იდა“, „ცივი ომი“. 2015 წელს ოსკარი მიიღო საუკეთეს უცხოურენოვანი ფილმისთვის („იდა“). 2018 წელს კანის ფესტივალის პრიზიორი საუკეთესო რეჟისურისთვის, კინოსურათი „ცივი ომი“.

რობინ კამპილიო - ფრანგი რეჟისორი.

ენკი ბილალი - ფრამგო კომედიური ჟანრის მსახიობი და რეჟისორი.

ელის რორვახერი - იტალიელი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი.

კელი რიჩარდტი - ამერიკელი სცენარისტი და რეჟისორი.

მაიომუნა ნდიაე - მსახიობი და რეჟისორი ბურკინა ფასოდან.

ელ ფენინგი - ამერიკელი მსახიობი და მოდელი.

ჟიურის თავმჯდომარე მექსიკელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ იქნება.

კანის 72-ე კინოფესტივალის ოფიციალური პოსტერი

პოსტერზე ფრანგი კინორეჟისორი ანიეს ვარდაა გამოსახული, რომელიც მიმდინარე წელს გარდაიცვალა.

წელს კანის კინოფესტივალი 14 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.