ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს - ნინო ჯავახაძე

საქართველო, თბილისი - 2019-05-06 13:40:00

დღეს, გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიება გაიმართა. პრესკონფერენციას დაესწრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და მერიის ხელმძღვანელი პირები, ასევე  საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ, პრესკონფერენციაზე საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციასა და იმ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს სოციალური კამპანია - „მეტი სიცოცხლისთვისპარალელურად.

დღეს დაიწყო გაეროს კვირეული საგზაო  უსაფრთხოებაზე. ეს არის ერთ-ერთი ძალიან პრიორიტეტული მიმართულება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ზოგადად მთავრობისთვისგვაქვს ღონისძიებები, რომელსაც ვახორციელებთ. 2018

  წელს, ბოლო ათწლეულში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო,  თუმცა, 459 დაკარგული სიცოცხლე მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს. ამისთვის ვამატებთ კამერებს, წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით იქნება 5 000- მდე სხვა და სხვა ტიპის კამერა - ნომრის ამომცნობი, სახის ამომცნობი, ზოგადი ხედვის და ..  ვაპირებთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, რათა გადაფარვა უფრო მეტად მოხდეს და შესაბამისად, აღსრულების ეფექტიანობა გაიზარდოს. ასევე, ვგეგმავთ საკანონმდებლო ცვლილებებს. ეს საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია. დავიწყებთ მთავრობაზე განხილვას და შემდეგ პარლამენტში, რაც გარკვეული მიმართულებებით სანქციების გაზრდას და გამკაცრებას ემსახურება. მაგალითად, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, დგომა-გაჩერების წესები დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება”, -განაცხადა  ნინო ჯავახაძე.