თუ პრეზიდენტი დაადებს ვეტოს, კარგი იქნება - ვახუშტი მენაბდე საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე

საქართველო, თბილისი - 2019-05-02 09:55:00

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენამდე მიიჩნევს, რომ თუ პრტეზიდენტისაერთო სასამართლოების შესახებკანონს ვეტოს დაადებს, კარგი იქნება.

თუ პრეზიდენტი დაადებს ვეტოს და მოუწოდებს პარლამენტს გაითვალისწინოს ის შენიშვნები, რომელიც არსებობს ამ პროცესში, კარგი იქნება. მთავარი გამოსავალი "ქართული ოცნებისთვის" არის ის, რომ მან უნდა გააცნობიეროს რომ დამოუკიდებელი სასამართლო მასაც სჭირდება",-აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

პარლამენტმასაერთო სასამართლოების შესახებკანონპროექტი მესამე მოსმენით 1 მაისს დაამტკიცა. პროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები და ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევისა და მათი პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა განისაზღვრა. ასევე დადგინდა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები. გაუქმდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთათვის საკვალიფიკაციო გამოცდები.